დღეს 2017 წლის 20 სექტემბერს, 11 საათზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი. საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - სოფელ ხიმშში მდინარე რიონზე არსებული ხიდიკრის ახლადრესტავრირებული ხიდისათვის დავით (დათუნიკა) სხირტლაძის სახელის მინიჭების საკითხის, მისი გარდაცვალებიდან 20- წლიანი ვადის გასვლამდე, განხილვაზე გამონაკლისის დაშვება.

 

 

 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები