ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N07

 2017 წლის 29 ივნისი, ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N62 დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 25/12/2014წ; 010250050.35.117.016240).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები