განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ

 23 თებერვალი 2016 წელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის მესამე მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 1 მარტს (მისამართი ქ. ამბროლაური, ბრატისლავარაჭის ქუჩა N11, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული) 12:00 საათზე. რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე.

დღის წესრიგი:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერასტი მეტრეველის ანგარიშის მოსმენა
მომხსენებელი ერასტი მეტრეველი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის მოსმენა
მომხსენებელი მალხაზ ლომთაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებლები: გაიოზ გაბისიანი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
ევგენი კერვალიშვილი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი

3. სხვადასხვა
 

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები