ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27

 2016 წლის 26 დეკემბერი, ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი“ დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.117.016281).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები